დაიწყე გაყიდვა ონლაინ
თუ ხარ მეწარმე ან გაქვს მაღაზია, ვენდუ გთავაზობს გაყიდვების ყველაზე დიდ ონლაინ პლატფორმას, სრულყოფილ მარკეტინგულ მხარდაჭერას და სწრაფი მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ვენდუში შენი ბიზნესისთვის ყველაფერია, რაც გაგიმარტივებს ბიზნესის გაფართოებას ონლაინ სივრცეში, გაზრდის შენი ბრენდის პოპულარობას და საშუალებას მოგცემს, გაყიდო პროდუქცია მთელ საქართველოში.
თანამშრომლობის ტიპი
მერჩანტის წესები და
პირობები
ზოგადი პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში „მერჩანტი“ ან „თქვენ“) და შპს „თიბისი
ნეთს“ (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას,
რომელიც არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის კუთვნილი ვებგვერდების/აპლიკაციების
(შემდგომში პლატფორმა) გამოყენებასა და მომსახურების მიღებას, ასევე
თქვენს მიერ კომპანიის ვებგვერდის საშუალებით ნივთის/პროდუქტის/მომსახურების
გაყიდვის წესს.
შპს „თიბისი ნეთი“ VENDOO.GE პლატფორმის საშუალებით მერჩანტს
სთავაზობს ქონების/ნივთის/პროდუქციის/მომსახურების განთავსებისა და რეალიზაციის
შესაძლებლობას წინამდებარე „წესებით და
პირობებით“ განსაზღვრული პირობებით ონლაინ ან სხვა სახის რეალიზაციის გზით.
წინამდებარე
„წესებზე და პირობებზე“ დათანხმებით მერჩანტი ადასტურებს, რომ სურს კომპანიის მიერ
ოპერირებად პლატფორმაზე ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კომპანიის მიერ
შეთავაზებული სერვისებით სარგებლობა.
ყველა მერჩანტი, რომელსაც სურს კომპანიის პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მერჩანტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე.
!!! კომპანია აფრთხილებს მერჩანტს, რომ ის ვალდებულია დაიცვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
პირადი ანგარიში - ნიშნავს მერჩანტის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;
ავტორიზაცია - ნიშნავს მერჩანტის მიერ პირად
ანგარიშზე წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ წვდომას.
გამოყენების წესები - ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ მერჩანტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე;
ვებგვერდი - ნიშნავს კომპანიის კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ვებგვერდს “www.vendoo.ge”;
კომპანია, ჩვენ ან ჩვენი - ნიშნავს შპს „თიბისი
ნეთი“,
რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო კოდი 402116474, რეგისტრირებული
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N7.
კომპანიის სერვისი - კომპანიის მიერ პლატფორმის მეშვეობით მერჩანტისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები: რეალიზაციის/მომსახურების განთავსებისა და მიწოდების სერვისი, რეკლამა, საკურიერო სერვისი და სხვა.;
მომხმარებელი, მომხმარებლები - ნიშნავს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მერჩანტს და
მყიდველს
ცალ-ცალკე და ერთად;
მხარეები - ნიშნავს კომპანიას და მერჩანტს;
მყიდველი - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული
ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს
ნივთის/მომსახურების შეკვეთას/შეძენას.
მერჩანტი - ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებული
ნებისმიერი მომწოდებელი/გამყიდველი, რომელიც პლატფორმის მეშვეობით ახდენს
ნივთის/მომსახურების განთავსებასა და ონლაინ რეალიზაციას/მომსახურების მიწოდებას.
მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კომპანიის და მერჩანტისა.
ნივთი/მომსახურება - მერჩანტის საკუთრებაში არსებული
ნივთი/პროდუქტი/ქონება ან მომსახურება, რომელიც განთავსებულია კომპანიის პლატფორმაზე შემდგომი რეალიზაციის ან
გაქირავების მიზნით.
პლატფორმა/პორტალი - კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს კომპანიის ვებგვერდებს (www.vendoo.ge;
https://merchant.vendoo.ge/login), აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებულ ნებისმიერი სახის კომუნიკაციას შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით;
საკონტაქტო ინფორმაცია - მომხმარებლის ტელეფონის ნომერი ან/და მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ოპერაცია - მერჩანტის მიერ პირადი ანგარიშის გამოყენებით მის პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
უნივერსალური იდენტიფიკატორები - მერჩანტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთაც იგი უთითებს იდენტიფიკაციის სისტემაში და რის საშუალებითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს კომპანიის
მომსახურებებით;
წვდომის კოდ(ებ)ი - კოდები, პაროლები, მერჩანტის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტთან წვდომისათვის;
ხელშეკრულება - მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს.
ელექტრონული ხელმოწერა - პლატფორმის/ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
განხორციელებული ხელმოწერა/თანხმობის ღილაკზე დაჭერა, ან ხელმოწერილი დოკუმენტის
დასკანერებული ფორმით მხარეთა შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის ან სხვა
ელექტრონული საშუალების მეშვეობით.
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით.
1.
განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მერჩანტი ადასტურებს და ეთანხმება, რომ:
1.1
მერჩანტი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს;
1.2
არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელსაც ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.3
მერჩანტს აქვს სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
1.4
გაეცნო წინამდებარე „წესებს და პირობებს“ და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
1.5
მის მიერ წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის ზუსტი;
1.6
მერჩანტი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც/რეზიდენტიც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
1.7
პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
1.8
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული კომპანიის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
1.9
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს
წინამდებარე წესებით
და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
1.10
თანახმაა, ანგარიშის გახსნის პერიოდში და მის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, კომპანიამ, მის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მერჩანტის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
1.11
მერჩანტი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
1.12.
ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
1.13.
არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
1.14.
მერჩანტი აცხადებს,
რომ სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის მფლობელისგან/მწარმოებლისგან გააჩნია
შესაბამისი წერილობითი ნებართვა (თუ ასეთი ნებართვის არსებობა რეალიზაციის
აუცილებელი პირობაა), რომლითაც უფლებამოსილია მოახდინოს ნივთის/მომსახურების
კომპანიის პორტალზე განთავსება რეალიზაციის მიზნით.
1.15.
მერჩანტი
ადასტურებს, რომ არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც:
1.15.1.
არღვევს
კომპანიის კონფიდენციალურობისა და ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და
სტანდარტებსა;
1.15.2.
არის
უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური;
1.15.3.
არღვევს ან
ლახავს სხვების უფლებებს;
1.15.4.
შეიცავს ვირუსებს ან მავნებელ კოდებს ან
ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ზღუდავს, ართულებს ან აზიანებს
ვებგვერდის/აპლიკაციის, ან მისი კონტენტის
ან ჩვენი სერვისების სათანადო მუშაობას ან გამართულობას;
1.15.5.
მერჩანტს
ანიჭებს უნებართვო წვდომის ან ჩვენი ვებგვერდიდან ავტომატური საშუალებების
გამოყენებით (ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე) ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ
ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც მერჩანტს კომპანიისგან ნებართვა არ
მიუღია.
1.16.
იქ სადაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას, ან ჰიპერბმულებს ვებგვერდებზე/პლატფორმაზე, ამას ვაკეთებთ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია ან საკითხები შეიძლება გამოსადეგი იყოს ჩვენი პლატფორმის მომხმარებელთათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ პლატფორმაზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან /და ბმულს თქვენი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ (ვადასტურებთ) პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ამ მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემებს ან ინფორმაციის შინაარსს ან სიზუსტეს და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთი შინაარსი თავისუფალია საავტორო, სასაქონლო ნიშნის ან მესამე მხარის სხვა უფლებების დარღვევისაგან ან ასეთი მონაცემების შინაარსი თავისუფალია ვირუსების ან სხვა მავნებლობისგან. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არავითარ გარანტიას ან წარმომადგენლობას და არ გვეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის შესახებ (მის შინაარსზე), მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი ელექტრონული შინაარსის სიზუსტის, საგნის, ხარისხის ან დროულობის თაობაზე.
1.17.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
1.17.1.
მერჩანტის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე;
1.17.2.
მერჩანტის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ან შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
1.17.3.
მერჩანტის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ნებისმიერი
ინფორმაციის სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე;
1.17.4.
პორტალზე
განთავსებული ნივთთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ნებართვის/ლიცენზიის/სერთიფიკატის არსებობაზე.
1.17.5.
მერჩანტის მიერ პორტალზე განთავსებული ნივთის/მომსახურების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, კანონიერებაზე, აღწერასთან
შესაბამისობაზე და აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მერჩანტის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
1.17.6.
მერჩანტის მიერ მესამე პირებისთვის მიყენებულ ზიანზე.
1.17.7.
პორტალზე
ტექნიკური პრობლემის/შეფერხების გამო დამდგარ შედეგზე.
1.18.
კომპანია
ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე
დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების
დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა
და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებით და
პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებაზე ან/და
მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად;
1.19.
კომპანია
თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მერჩანტის ნებისმიერ ქმედებას, მერჩანტის მიერ
რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის ამ წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ
კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
1.20.
მერჩანტსა და სხვა
მომხმარებელს შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
2. მერჩანტის ანგარიშის გახსნა და დახურვა
2.1
კომპანიის მომსახურებებით სარგებლობისთვის მერჩანტი კომპანიის
პლატფორმაზე რეგისტრირდება ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. რეგისტრაციის პროცესში მერჩანტი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე წესებსა
და პირობებზე და კონფიდენციალობის პოლიტიკაზე (დანართი
1).
2.2
მერჩანტის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:
2.2.1.
მერჩანტი
უკავშირდება Vendoo.ge-ს კომერციის დეპარტამენტს;
2.2.2.
მერჩანტი შედის ვებგვერდზე: https://merchant.vendoo.ge/register
2.2.3.
მერჩანტი რეგისტრაციის ფანჯარაში უთითებს საიდენთიფიკაციო კოდს, იურიდიულ დასახელებას,
საკონტაქტო პირის სახელს და გვარს, საკონტაქტო პირის პოზიციას, ელ-ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, მაღაზიის სახელს ვენდუზე, განსათავსებელი
პროდუქციის კატეგორიას, ბანკის ანგარიშის ნომერს, იურიდიულ და ფიზიკურ მისამართს,
სადისტრიბუციო საწყობის მისამართს, კომპანიის შესახებ სხვა ინფორმაციასა და
უთითებს თანამშრომლობის ტიპისა და დღგ-ს გადამხდელის სტატუსს. მერჩანტი ასევე ნიშნავს „ვეთანხმები წესებსა და პირობებს“.
2.2.4.
ამასთანავე, მერჩანტი ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ რეგისტრაციით:
ა) შესაძლებელია, კომპანიის მომსახურების ნაწილი მისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, რასთან დაკავშირებითაც პრეტენზია არ გააჩნია;
ბ) კომპანიას ანიჭებს უფლებამოსილებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურისთვის მერჩანტის მონაცემების გაზიარების ან/და მათგან მერჩანტის მონაცემების გამოთხოვის თაობაზე;
გ) მერჩანტი ვალდებულია უზრუნველყოს უფლებამოსილი პირ(ებ)ის წვდომა კომპანიის პლატფორმაზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპანიის პლატფორმაზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომის ან/და პლატფორმის საშუალებით რაიმე ქმედების განხორციელების შემთხვევაზე. რეგისტრაციისას მერჩანტი უფლებამოსილია მიუთითოს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც სურს მიემართოს მის სასარგებლოდ კომპანიის პლატფორმის საშუალებით ჩარიცხული თანხები. მერჩანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მითითებული ანგარიშის ნომერი. ანგარიშის ნომრის სისწორეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მერჩანტს;
2.2.5.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მერჩანტი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებგვერდზე ან/და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით;
2.3.
მერჩანტი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მერჩანტს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან და პერიოდულად უზრუნველყოს მისი განახლება.
2.4.
მერჩანტი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მერჩანტის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მერჩანტს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მერჩანტის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
2.5.
მერჩანტის ანგარიშის გახსნით, მერჩანტი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ მერჩანტის ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მერჩანტის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.6.
მერჩანტი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მერჩანტის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მერჩანტისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
3.1.
ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის ან/და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მერჩანტი გადის ავტორიზაციას.
3.2.
ავტორიზაცია ხორციელდება მერჩანტის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის და პაროლის საშუალებით.
4.
ნივთის/მომსახურების განთავსებისა და რეალიზაციის პირობები
4.1.
ზოგადი პირობები
4.1.1.
მერჩანტსა
და კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით და
მერჩანტსა და კომპანიას შორის გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულების/შეთანხმების
შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.1.2.
მერჩანტი
წარმოადგენს კომპანიის პლატფორმის (მერჩანტ პორტალი: https://merchant.vendoo.ge/login) მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს მოახდინოს
პლატფორმის მეშვეობით თავისი ნივთის/მომსახურების/ქონების რეალიზაცია წინამდებარე
წესების და პირობებით განსაზღვრული პირობებით.
4.1.3.
კომპანიის პლატფორმაზე მერჩანტს შეუძლია აირჩიოს კომპანიის მიერ
შეთავაზებული ერთი ან რამდენიმე სერვისი.
4.1.4.
ნივთის/მომსახურების
სარეალიზაციოდ განთავსებისთვის მერჩანტი თავად უზრუნველყოფს განსაკარგი
ნივთის/მომსახურების თაობაზე ინფორმაციის/კონტენტის/განცხადების (ტექსტი, ფოტოები,
აუდიო, ვიდეო, ან სხვა მასალები) კომპანიისთვის გადაცემას.
4.1.5.
ნივთის/მომსახურების
ეფექტური რეალიზაცია/გაქირავებისთვის მერჩანტს შეუძლია აირჩიოს პლატფორმაზე
არსებული რეკლამის სერვისი, რომელზედაც კომპანიასა და მერჩანტს შორის შედგება
დამატებითი შეთანხმება.
4.1.6.
მერჩანტი
ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს მომსახურების საფასური წინამდებარე წესების და
პირობებისა და მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმების პირობებით
განსაზღვრული წესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.1.7.
კომპანია
არ არის პასუხისმგებელი ნივთის/მომსახურების რაიმე სახის უფლებრივ ან/და ნივთობრივ
ნაკლთან მიმართებაში. კომპანია ვებგვერდზე რეალიზებული ნივთის შემოწმებას ახდენს მერჩანტის
ობიექტში, მხოლოდ ვიზუალურად (ხარისხის შემოწმების გარეშე).
4.1.8.
მერჩანტი
პასუხისმგებელია ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია რეალიზებული
ნივთის/მომსახურების უფლებრივ ან/და ნივთობრივ ნაკლთან მიმართებაში.
4.1.9.
მერჩანტი
ერთპიროვნულად არის პასუხისმგებელი მის მიერ კომპანიისთვის გადაცემული ინფორმაციის
უტყუარობაზე, ნივთის/მომსახურების ხარისხზე და მის კანონმდებლობასთან
შესაბამისობაზე.
4.1.10.
მერჩანტი ადასტურებს, რომ კომპანია არის გამტარი პლატფორმა,
რომელიც მერჩანტს ხელს უწყობს მის საკუთრებაში/კანონიერ მფლობელობაში არსებული
ნივთის/მომსახურების ონლაინ რეალიზაციაში. შესაბამისად, კომპანია პასუხს არ აგებს
განსაკარგი ნივთის/მომსახურების კანონიერებასა თუ მართლზომიერებაზე.
4.1.11.
მერჩანტი
ადასტურებს, რომ იგი არის კომპანიის პლატფორმაზე განთავსებული ნივთის
მესაკუთრე/კანონიერი მფლობელი და მხოლოდ მერჩანტს ეკუთვნის ნივთის/მომსახურების
რეალიზაციიდან მიღებული თანხა (კომპანიის სერვისების საფასურის გამოკლებით, ასეთის
არსებობის შემთხვევაში).
4.1.12.
მერჩანტი
პასუხისმგებელია საბოლოოს მომხმარებლის (მყიდველის) ან/და მესამე პირების მიერ
კომპანიისთვის წამოყენებულ ნებისმიერი პრეტენზიის მიმართ, რაც დაკავშირებულია
საკუთრების უფლებების დარღვევასთან ან/და მიწოდებული პროდუქციის რაიმე სახის (უფლებრივი/ნივთობრივი)
ნაკლთან მიმართებაში. ამასთან, მერჩანტი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი რაც
მიადგა კომპანიას სარეალიზაციო
ნივთის/მომსახურების ნაკლის (უფლებრივი/საგნობრივი) არსებობის გამო.
4.1.13.
კომპანიის
პლატფორმაზე https://merchant.vendoo.ge/login რეგისტრაციით მერჩანტი ადასტურებს, რომ ეთანხმება
წინამდებარე წესებსა და პირობებს.
4.1.14.
მომხმარებლის (მყიდველის) მიერ „პროდუქციის“ შეძენა
ხორციელდება ელექტრონული ფორმით “კომპანიის” კუთვნილ/სარგებლობაში არსებულ ინტერნეტ
საიტზე. „პროდუქციის“ ღირებულება და/ან მიტანის
ღირებულება ირიცხება „კომპანიის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
4.1.15.
მომხმარებლის
(მყიდველის) მიერ პროდუქციის საიტზე შეძენისას, შეკვეთას ეძლევა „შეკვეთა მუშავდება“
სტატუსი, რომლის შემდგომაც „კომპანია“ გადაამოწმებს
შეძენილი პროდუქციის არსებობას „მერჩანტის“
საკონტაქტო პირთან/მერჩანტ პორტალის საშუალებით.
4.1.16.
მერჩანტი ზედნადების/ფაქტურის გამოწერას ახდენს შპს
თიბისი ნეთის სახელზე, ხოლო დანიშნულებაში უთითებს Vendoo-ს.
4.1.17.
ვებ-გვერდზე განთავსებული „პროდუქცია“, მომხმარებლის
(მყიდველის) მიერ მის შეძენამდე ინახება „მერჩანტთან“. რეალიზაციის შემთხვევაში, „კომპანია“
შესაბამის ინფორმაციას აწვდის “მერჩანტს ” და საკუთარი ძალებით ან საკურიერო, საფოსტო, სატრანსპორტო ან სხვა მსგავსი
მომსახურების დახმარებით ახორციელებს რეალიზებული
“პროდუქციის” “მომხმარებლისთვის (მყიდველისთვის)” მიტანას.
4.1.18.
მერჩანტი ვალდებულია:
1. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით;
2. პლატფორმაზე არ განათავსოს რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, ან ისეთი სახის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს პლატფორმის/კომპანიის პრესტიჟზე;
3. არ განათავსოს ინფორმაცია/განცხადება/ფოტოსურათი
ან სხვა მასალა, რომელიც იქნება რაიმე სახის მუქარის ან ცილისწამების შემცველი, კომერციული საიდუმლო, ან, რომელიც იქნება ღირსებისა და რეპუტაციის შეურაცხმყოფელი, ასევე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საზიანო იყოს საზოგადოებისთვის ან პლატფორმის/კომპანიისთვის;
4. არ გაავრცელოს ნებისმიერი არაოფიციალური ინფორმაცია, კომპიუტერული ვირუსი, სპამი;
5. არ დაარღვიოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ამ ხელშეკრულების პირობები;
6. არ გადასცეს პორტალზე არსებული მისი პირადი ანგარიში სხვა პირს;
7. თუ საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება რაიმე სახის ნივთის/მომსახურების განკარგვა, პორტალზე არ განათავსოს მსგავსი სახის ნივთი/მომსახურება;
8. თუ ნივთის/მომსახურების განკარგვისთვის საჭიროა რაიმე სახის ნებართვის/ლიცენზიის აღება, უზრუნველყოს აღნიშნული ნებართვის/ლიცენზიის მოპოვება. თუ პირი განკარგავს ასეთი სახის ნივთს/მომსახურებას, კომპანია უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ მას აქვს შესაბამისი ნებართვა/ლიცენზია.
9. უზრუნველყოს განთავსებული განცხადების/რეკლამის/მასალის
შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან (დაიცვას საავტორო/მომიჯნავე უფლებები/რეკლამის
შესახებ კანონი და სხვა.).
10. უზრუნველყოს სარეალიზაციოდ წარდგენილი ნივთის/მომსახურების
შესაბამისობა „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“
დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4.1.19.
კომპანია
და მერჩანტი შესაძლოა შეთანხმდნენ წინამდებარე წესებისა და პირობებისგან განსხვავებულ
პირობებზე, რაც აისახება მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში. მხარეთა
მიერ დამატებითი შეთანხმებით/ხელშეკრულებით წინამდებარე წესების და პირობებისგან განსხვავებული
წესის შეთანხმების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებით/ხელშეკრულებით
განსაზღვრულ ახალ პირობებს.
4.2.
ნივთის
ხარისხი და შეკვეთის განთავსება/მიღება
4.2.1.
მერჩანტი ვალდებულია
აკონტროლოს პორტალზე განთავსებული სარეალიზაციო ნივთების რაოდენობები და მარაგების
ამოწურვის შემთხვევაში, ოპერატიულად შეატყობინოს კომპანიას აღნიშნულის თაობაზე, რათა
მან მოახდინოს ასეთი ნივთების ონლაინ გაყიდვებიდან ამოღება/ჩათიშვა.
4.2.2.
მერჩანტი ვალდებულია
სისტემატიურად უზრუნველყოს კომპანიის ინფორმირება ნივთის განახლებული ასორტიმენტის, რაოდენობისა და ფასის შესახებ.
4.2.3.
მერჩანტი ვალდებულია
შეკვეთის სამუშაო საათებში მიღებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში დაადასტუროს
ან უარყოს შეკვეთა და აღნიშნულის შესახებ აცნობოს კომპანიას.
4.2.4.
შეკვეთის დადასტურების
შემთხვევაში მერჩანტი ვალდებულია გაამზადოს შეკვეთა შეკვეთაში მითითებული ვადების დაცვით
და იგი კომპანიის წარმომადგენელს გადასცეს თავის ობიექტში
(მერჩანტის საწყობი, მაღაზია და სხვ.).
4.2.5.
მერჩანტი ვალდებულია კომპანიას ნივთი მიაწოდოს საქართველოს კანონმდებლობითა და წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული
ყველა საჭირო თანმხლები დოკუმენტაციით (მათ შორის, სასაქონლო ზედნადები).
4.2.6.
მერჩანტი ვალდებულია კომპანიას ნივთი გადასცეს შეფუთულ მდგომარეობაში,
რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ჩვეულებრივ პირობებში შენახვისა და ტრანსპორტირებისას.
4.2.7.
კომპანიის წარმომადგენლის
მიერ ნივთის მიღება ხდება მისი ვიზუალური დათვალიერებით, ხარისხის შეუმოწმებლად.
5. შეკვეთის გაუქმებისა და ნივთის დაბრუნების წესი
5.1.
კომპანია მომხმარებელზე
(მყიდველზე) ნივთის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში მომხმარებლის (მყიდველის) მიერ დაფიქსირებულ
პრეტენზიაზე (ნივთის ხარისხზე ან ქარხნულ წუნზე) ატყობინებს მერჩანტს დაუყოვნებლივ, არაუმეტეს პრეტენზიის დაფიქსირებიდან
2 სამუშაო დღის ვადაში.
5.2.1.
სერვის ცენტრის/დაწესებულების
ნივთის ნაკლიანობაზე დადებითი დასკვნის გამოტანიდან (თუ ნივთზე არ ვრცელდება სერვის
ცენტრის მომსახურება, ასეთ შემთხვევაში, კომპანიისა და მერჩანტის შეთანხმება) არაუმეტეს
2 სამუშაო დღის ვადაში თავისი ხარჯით გამოცვალოს ნაკლიანი ნივთი უნაკლო, ახალი ნივთით
და მომხმარებელს (მყიდველს) მიაწოდოს იგი კომპანიის ლოგისტიკური ცენტრის მეშვეობით.
5.2.2.
ნივთზე ქარხნული
ნაკლის დადგენის შემთხვევაში, მერჩანტი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს კომპანიის
მიერ გაწეული ლოგისტიკური ხარჯის ღირებულება სრულად.
5.3.
წინამდებარე
ხელშეკრულების 5.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგენისას, თუ მერჩანტს მარაგში
აღარ ექნება უნაკლო ნივთი, იგი ვალდებულია მომხმარებელს (მყიდველს) შესთავაზოს ალტერნატიული
უნაკლო ნივთი, ან მომხმარებლის (მყიდველის) სურვილის შემთხვევაში, კომპანიის საკურიერო
სერვისის მეშვეობით დაუბრუნოს სპეციფიკაციით განსაზღვრული ნივთის ღირებულება სრულად.
5.4.
კომპანიას უფლება
აქვს, უარი თქვას ნივთის მიღებაზე ან/და დაუბრუნოს ნივთი მერჩანტს, რისთვისაც მას არ
დაეკისრება წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
რაიმე სახის პასუხისმგებლობა ან/და ანაზღაურების ვალდებულება შემდეგ შემთხვევებში:
5.4.1.
როდესაც მერჩანტის
მიერ ნივთის მიწოდება არ ხორციელდება შეკვეთაში განსაზღვრულ ვადაში;
5.4.2.
როდესაც ნივთი ასორტიმენტით, რაოდენობით,
ხარისხით ან/და სხვა მახასიათებლებით არ შეესაბამება წინამდებარე წესების და პირობებით ან/და მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ,
შეკვეთას ან/და მოქმედი კანონმდებლობით დათქმულ მოთხოვნებს (ნივთის მექანიკური დაზიანების
გამოვლენის შემთხვევა, ნივთის ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევა, სასაქონლო იერსახის დარღვევის შემთხვევა,
ნივთის თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული ნივთის შტრიხ–კოდების (მერჩანტის მიერ მინიჭებული კოდის) შეუსაბამობა მერჩანტის მიერ მოქმედ სპეციფიკაციაში
აღნიშნულ შტრიხ–კოდებთან ან მათი არარსებობა და ა.შ).
5.4.3.
იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ზედნადები არ არის შეკვეთასთან შესაბამისობაში;
5.4.4.
შეკვეთის გაუქმების
შემთხვევაში (შეკვეთის გაუქმების საფუძვლებია: 1.მომხმარებელი (მყიდველი) აუქმებს შეკვეთას
მის ჩაბარებამდე ან 2. შეკვეთა არ შეესაბამება ვებგვერდზე მითითებულ აღწერას ან 3.
მომხმარებელი (მყიდველი) იღებს შეკვეთისგან განსხვავებულ ნივთს ან 4. ნივთზე დადგინდება
ქარხნული წუნი და მომხმარებლის (მყიდველის) სურვილით გაუქმდება შეკვეთა.).
6.1.
მერჩანტის
რეალიზებულ საქონელზე კომპანია ანაზღაურებას ახორციელებს საბანკო გადარიცხვების
საშუალებით მერჩანტის მიერ პლატფორმაზე რეგისტრირებულ საბანკო ანგარიშზე, თვეში
ორჯერ:
1.
მიმდინარე თვის
12 რიცხვში - წინა თვის 13 რიცხვიდან 27 რიცხვის ჩათვლით კომპანიის ელ-პორტალზე
რეალიზებული მერჩანტის საქონელზე ანგარიშსწორება.
2.
მიმდინარე
თვის 27 რიცხვში - წინა თვის 28 რიცხვიდან მიმდინარე თვის 12 რიცხვის ჩათვლით
კომპანიის ელ-პორტალზე რეალიზებული მერჩანტის საქონელზე ანგარიშსწორება.
იმ შემთხვევაში, თუ თვის 12 ან/და 27 რიცხვი არის
კანონით გათვალისწინებული დასვენების დღე, მაშინ ანაზღაურება ხდება ამ რიცხვების
შემდგომ სამუშაო დღეს.
6.2.
მერჩანტი
აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, მომხმარებლის (მყიდველის) მიერ შეკვეთაზე გადახდილი თანხიდან/მომხმარებლის (მყიდველის) ანგარიშიდან მოხდეს მერჩანტის რეალიზებული
ნივთის/მომსახურების ღირებულებიდან კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურისა თუ
მერჩანტის მიერ კომპანიისთვის ასანაზღაურებელი სხვა თანხის (საკომისიო
მარჟა/საკურიერო და დამატებითი საკურიერო ხარჯი/ჯარიმა) ჩამოჭრა და დარჩენილი
თანხის მერჩანტის ანგარიშზე გადამისამართება.
6.3.
კომპანიის
ვებგვერდზე მერჩანტის თითოეულ რეალიზებულ ნივთზე/მომსახურებაზე კომპანიის
მომსახურების საფასური შეადგენს რეალიზებული ნივთის/მომსახურების ღირებულების 25 (ოცდახუთი) %-ს, თუ მხარეთა შორის
წერილობით სხვა რამ არ არის შეთანხმებული.
7.1.
მხარეები თანხმდებიან, რომ კონკრეტულ პროდუქტზე საგარანტიო პირობების გავრცელება და მისი მოქმედების ვადა წარმოადგენს სრულად მერჩანტის პრეროგატივას და კომპანიას არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა საგარანტიო პირობების არარსებობის/ საგარანტიო პერიოდში პროდუქტთან დაკავშირებული რაიმე ნაკლის/ შეუსაბამობის გამოსწორებაზე უარის თქმის გამო.
7.2.
მერჩანტი ვალდებულია
უზრუნველყოს ნივთზე საგარანტიო მომსახურე კომპანი(ებ)ის (სერვის ცენტრ(ებ)ის) ჩართულობა
და მზაობა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მერჩანტის ვალდებულების შესრულებაზე,
რაც გულისხმობს გარანტიის ვადის ფარგლებში საბოლოო მომხმარებლის (მყიდველის) მიერ სერვის
ცენტრისადმი მიმართვის დროს რეაგირებასა და საგარანტიო მომსახურების გაწევას (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).
7.3.
მერჩანტი ვალდებულია
უზრუნველყოს მიწოდებული ნივთისთვის საჭირო დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების, ტექ-პასპორტების,
ექსპლუატაციის ინსტრუქციების და ა.შ.) საჭირო რაოდენობით ქართულ ენაზე წარდგენა (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).
7.4.
საგარანტიო პირობების არსებობისას, მერჩანტის
მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება უშუალოდ მერჩანტს, კომპანიისგან დამოუკიდებლად.
8.
პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
8.1.
კომპანია უფლებამოსილია მერჩანტს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;
8.2.
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 8.1. მუხლით განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მერჩანტი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.
8.3.
მერჩანტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი
ანგარიშის დახურვა, აღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მერჩანტმა უნდა
იხელმძღვანელოს 12.3 პუნქტით განსაზღვრული წესით.
9.
აკრძალული ოპერაციები და კომპანიის დამატებითი უფლებები
9.1.
კომპანია
უფლებამოსილია ნებისმიერ
დროს მოახდინოს მერჩანტის საქონლის კომპანიის ვებგვერდიდან ჩათიშვა (ამოღება), თუ:
·
საქონელი ვებგვერდზე განთავსებიდან 3 თვის განმავლობაში არარეალიზებადია ან/და;
·
მერჩანტი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან/და;
·
მერჩანტი შეატყობინებს კომპანიას საქონლის ვებგვერდიდან მარაგების არარსებობის ან სხვა ობიექტური
მიზეზებიდან გამომდინარე ჩათიშვის საჭიროებაზე ან/და;
·
კომპანიის ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის ან/და
·
სხვა გარემოებებიდან გამომდინარე.
წინამდებარე შემთხვევები არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების პირობების დარღვევად და კომპანიაზე რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლად.
9.2.
კომპანიის პლატფორმის საშუალებით მკაცრად აკრძალულია შემდეგი ნივთის/მომსახურების შეძენა ან/და გაყიდვა:
- ნარკოტიკული საშუალებები ან მასთან დაკავშირებული ატრიბუტები;
- ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა;
- საკაბელო და სატელიტური ტელევიზიების სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები;
- პორნოგრაფიული მასალა;
- მთავრობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ლიცენზიები, ასევე რეპროდუქცია და ინოვაციის ნიმუშები;
- არალიცენზირებულ ლატარიასა და აზარტულ თამაშობებთან დაკავშირებული მომსახურება;
- მრავალდონიანი მარკეტინგული, პირამიდის სტილის სავაჭრო ან Ponzi სქემები, მატრიცა პროგრამები ან სხვა სწრაფი გამდიდრების სქემები ან მაღალშემოსავლიანი საინვესტიციო პროგრამები;
- ნივთი ან მომსახურება, რომელიც არღვევს მესამე პირთა ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, რომელიც შეზღუდვის გარეშე მოიცავს ელექტრონული სახის გადმოსაწერი პროგრამებით არაკანონიერ სარგებლობას;
- ნივთი ან მომსახურება,
რომელიც არ
აკმაყოფილებს მისი პორტალზე განთავსების დროისთვის არსებულ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოქმედ მოთხოვნებს.
9.3.
კომპანია
უფლებას იტოვებს, საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გაზარდოს ან შეამციროს
აღნიშნული
აკრძალული ოპერაციების კატეგორიები;
9.4.
იმ შემთხვევაში, თუ მერჩანტი განახორციელებს, ან შეეცდება განახორციელოს ოპერაცია წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული
ამკრძალავი
დებულებების დარღვევით, კომპანია უფლებას იტოვებს:
- შეწყვიტოს ან შეაჩეროს მერჩანტის პირადი ანგარიშის ოპერაცია ან/და;
- ხარვეზის
აღმოფხვრამდე ჩათიშოს პრობლემური პროდუქტი/ნივთი/მომსახურება პლატფორმიდან ან/და;
- აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს განხორციელებული ოპერაციის შესახებ; ან/და
- შეწყვიტოს
წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეთა შორის არსებული დამატებითი შეთანხმება
(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და;
- დაბლოკოს/წაშალოს
პორტალზე არსებული მერჩანტის ანგარიში ან/და;
- მოითხოვოს
დამდგარი ზიანის ანაზღაურება.
10.1.
თუ მერჩანტი 4.2.3
პუნქტის საფუძველზე დაადასტურებს შეკვეთას და აღნიშნულის მიუხედავად იგი არ
მიაწვდის (ნებისმიერი მიზეზით, ნივთის მარაგში არარსებობა და სხვ.) შეკვეთაში
მითითებულ ნივთს კომპანიის წარმომადგენელს, კომპანია უფლებამოსილია მერჩანტს
დააკისროს, ხოლო მერჩანტი ასეთ შემთხვევაში ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა თითოეულ
ასეთ შემთხვევაზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
10.2.
თუ მერჩანტი კომპანიის
მიერ შეკვეთილ საქონელს არ მიაწვდის კომპანიის შესაბამის წარმომადგენელს
შეთანხმებულ დროს, მერჩანტი ვალდებულია კომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველ
ვადაგადაცილებულ 5 წუთზე კომპანიას აუნაზღაუროს ჯარიმა 3 ლარის ოდენობით.
11. კომპანიის პასუხისმგებლობის
შეზღუდვა
11.1.
თქვენ ადასტურებთ, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში ისარგებლოთ თუ არა კომპანიის მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
11.2.
ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად. ჩვენ არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ ვიძლევით მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს, შესაბამისად, გამოვრიცხავთ (კანონით დადგენილ ფარგლებში) ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით (მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას) კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ პლატფორმა ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
11.3.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. კომპანიის პასუხისმგებლობა მერჩანტის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანაზღაურების ვალდებულებას.
11.4.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, დანაკარგისა და ზიანისთვის რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს მიერ პლატფორმაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებგვერდის/პლატფორმის ბმულის შინაარსზე, რომელზეც გადამისამართდებით ვებგვერდიდან/პლატფორმიდან ან მისი მომსახურებიდან.
11.5.
თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
11.6.
თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება, რომელიც ეკუთვნის კომპანიას ან მომსახურების მომწოდებლებს ან პლატფორმას, არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ პლატფორმის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში:
11.7.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკარგისთვის, მათ შორის მოგების დაკარგვისთვის, რომელიც გამოიწვის ზემოაღნიშნულმა, და ასეთი დანაკარგი არ ანაზღაურდება;
11.8.
თუ რაიმე ასეთი შეცდომა გამოიწვევს თქვენი მოგების ან თქვენთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, თქვენ არ გაქვთ უფლება მიიღოთ ასეთი მოგება. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ კომპანიას ასეთი შეცდომის შედეგად თქვენს ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (კომპანიის მითითების შესაბამისად) ან კომპანიამ შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოგაჭრათ თქვენი ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
11.9.
კომპანია
პასუხისმგებელია:
11.9.1. მერჩანტის წინაშე მერჩანტის ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
11.9.2. მერჩანტის ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
11.10.
კომპანია
არ აგებს
პასუხს:
11.10.1.
პროდუქტის
ხარისხზე;
11.10.2.
საგარანტიო
პირობების
არსებობისას,
საგარანტიო
ვადაში
მერჩანტის
მიერ ასეთი
პირობებით
ნაკისრი ვალდებულების
შეუსრულებლობასა
ან/და
არაჯეროვან
შესრულებაზე;
11.10.3.
ნაკლის
მქონე
პროდუქტის
რეალიზაციის
შედეგად
დამდგარი
პირდაპირი
ან არაპირდაპირი
ზიანისთვის,
რაც შეზღუდვის
გარეშე
მოიცავს
მიუღებელ
შემოსავალს,
ბიზნესის
დანაკარგს
და რეპუტაციისათვის
მიყენებულ
ზიანს.
11.10.4.
კომპანია
არ იღებს
პასუხისმგებლობას
არანაირი
ოპერაციის,
ვალდებულების,
ან გადასახდელის
განსაზღვრასა
და გადახდაზე,
რომელიც
გამომდინარეობს
მერჩანტსა და სხვა მომხმარებლებს
შორის
არსებული
გარიგებიდან;
11.10.5.
მერჩანტის მიერ
განხორციელებული
ტრანზაქციის
ნებისმიერი
მიზეზით
გაუქმებისას
დამდგარი
პირდაპირი
ან არაპირდაპირი
ზიანისთვის.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
12.1.
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მერჩანტის მიერ ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების შემდეგ და ძალაში რჩება რომელიმე მხარის მიერ
მეორე მხარისთვის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის დრომდე.
12.2.
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს.
12.3.
მერჩანტი
ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს კომპანიისთვის არაუმცირეს 2 კვირით ადრე წინასწარი
წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. მერჩანტი ვალდებულია ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების კომპანიისთვის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა სრულად დაფაროს კომპანიისა და საბოლოო
მომხმარებლის (მყიდველის) წინაშე არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
12.4.
კომპანია
გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა ამ
ხელშეკრულების შეწყვეტას ახდენს მერჩანტისთვის არაუმცირეს 2 კვირით ადრე წინასწარი
წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
12.5.
წინამდებარე
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მერჩანტის ვალდებულებები საბოლოო მომხმარებლების
(მყიდველის) მიმართ რჩება უცვლელი.
13. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
13.1.
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
13.2.
მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება
გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების
შემთხვევაში დავას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.
14. თაღლითობის/საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
14.1.
კომპანიის პლატფორმაზე უჩვეულო ან საეჭვო ტრანზაქციების
დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის
კლიენტთა მომსახურების ცენტრს 032 2 00 08 08 ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული
შეტყობინების გზით მისამართზე: info@vendoo.ge
14.2.
თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენს პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული,
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით კომპანიის კლიენტთა მომსახურების ცენტრს. ამასთანავე,
თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოთ თქვენი წვდომის კოდ(ებ)ის შეცვლა და ახლით
ჩანაცვლება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას. კომპანია
არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ შემთხვევებში დამდგარ ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;
15. ცვლილებების შეტანა
15.1.
კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში
მერჩანტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ ვებგვერდის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მერჩანტის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.
15.2.
მერჩანტი უფლებამოსილია
კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში/მერჩანტ
პორტალში ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედება ამ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
15.3.
იმ შემთხვევაში, თუ მერჩანტი არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 12.3 პუნქტში აღწერილი უფლებით, კომპანიის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მერჩანტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად. კომპანიას უფლება აქვს ცვლილება, რომელიც არ აუარესებს მერჩანტის მდგომარეობას ძალაში შეიყვანოს კომპანიის ვებგვერდზე ან/და აპლიკაციაში/მერჩანტ
პორტალში მისი განთავსებისთანავე.
16. ერთიანი ხელშეკრულება
16.1.
წინამდებარე წესები და პირობები მერჩანტსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ
შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის კლიენტთა
მომსახურების ცენტრს ან მიმართოთ კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის
გზით.
კომპანიის
ოფიციალური შეტყობინების ხაზი:
ელ-ფოსტა: info@vendoo.ge
Tel: მომსახურების ცენტრი 032 2 00 08 08
18. გარდამავალი დებულებები
18.1.
წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე;
18.2.
კომპანია უფლებამოსილია, სათანადო საფუძვლის არსებობისას ან/და ლეგიტიმური მიზნით, მოსთხოვოს მერჩანტს, ხოლო ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მერჩანტი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
18.3.
კომპანია იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეაჩეროს ან შეწყვიტოს
პირის რეგისტრაცია ან ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად, წინამდებარე
წესების და პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს;
18.4.
კომპანია უფლებამოსილია
მერჩანტს შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მერჩანტის ანგარიშზე წვდომა, წაშალოს მისი განცხადება
ან მერჩანტის ანგარიში ასეთ შემთხვევაში, თუ მერჩანტი არღვევს წინამდებარე წესებით
და პირობებით განსაზღვრულ წესებს ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. აღნიშნულს
შემთხვევაში. აღნიშნული უფლების განხორციელებისას კომპანია თავისუფლდება ყველა სახის
პასუხისმგებლობისგან.
18.5.
კომპანია არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
18.6.
კომპანიას
უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს,
შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი, შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები,
გასცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება
სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის
სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები, ელექტრონული ხელმოწერა,
ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალებით ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის
ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.
დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექნიკური
საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი
იურიდიული ძალის მქონედ.
18.7.
თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;
18.8.
მერჩანტი კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს;
18.9.
კომპანია
უფლებამოსილია წინამდებარე წესებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები გადასცეს
მასთან დაკავშირებულ პირებს (დედა კომპანია, პარტნიორი კომპანია და სხვ.). კომპანიის რეკვიზიტების ცვლილებების შესახებ მერჩანტის
ინფორმირებას კომპანია მოახდენს არაუმეტეს ასეთი ცვლილებების განხორციელებიდან 5
სამუშაო დღეში.
18.10. იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
დანართი 1
1.
კონფიდენციალობის პოლიტიკა (დანართი 1)
მერჩანტი აცხადებს და იძლევა
გარანტიას, რომ:
1.1.
წინამდებარე
ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, მასზე გადაცემულ პერსონალურ
მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნის
მისაღწევად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
1.2.
პერსონალურ
მონაცემთა არაავტორიზებული დამუშავების (მათ შორის შემთხვევითი ან უნებართვო გავრცელება,
წვდომა, შეცვლა და განადგურება) აღსაკვეთად გაატარებს შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ
ზომებს პერსონალურ მონაცემთა ბუნებისა და პერსონალურ მონაცემთა სუბიექტებთან დაკავშირებული
რისკების გათვალისწინებით;
1.3.
შეზღუდავს
პერსონალურ მონაცემებთან წვდომის უფლების მქონე პირთა წრეს და ასეთ უფლებას მიანიჭებს
მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ საჭიროებენ მონაცემებზე წვდომას და რომელთაც გააზრებული აქვთ მონაცემთა კონფიდენციალურობისა
და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება;
1.4.
პერსონალურ
მონაცემებზე შემთხვევითი ან უნებართვო წვდომის, ასეთი მონაცემების განადგურების, დაკარგვის,
შეცვლის ან გასაჯაროვების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, თუმცა არაუგვიანეს ასეთი შემთხვევის
დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღისა, შეატყობინებს კომპანიას შემთხვევის შესახებ ინციდენტის ბუნებისა და გამჟღავნებული/განადგურებული/შეცვლილი
პერსონალური მონაცემების მითითებით;
1.5.
დაუყოვნებლივ
მიიღებს ზომებს ინციდენტზე დროული რეაგირებისა და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისთვის
და გატარებული ზომების შესახებ აცნობებს კომპანიას;
1.6.
კომპანიის
წინასწარი თანხმობის გარეშე მესამე პირს არ გადასცემს ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისგან
მიღებულ პერსონალურ მონაცემებს. ასეთი თანხმობის მოპოვების შემთხვევაში, მონაცემთა
მიმღებ მესამე პირზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე დანართით
განსაზღვრული მოთხოვნები;
1.7.
მხოლოდ
განსაზღვრულ შემთხვევებში და კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის შესაბამისად
პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართავს ქვე-კონტრაქტორებს, რომლებზეც
ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გავრცელდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული პირობები.
მონაცემთა დამუშავების პროცესში ქვე-კონტრაქტორის ჩართვა არ ათავისუფლებს მას ნაკისრი
ვალდებულებებისაგან და არ ზღუდავს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს ასეთი ვალდებულებების
დარღვევისას დამდგარ ზიანთან მიმართებაში;
1.8.
წინამდებარე
პოლიტიკის 1.7 მუხლით განსაზღვრული უფლების გამოყენების შემთხვევაში, კომპანიას შეატყობინოს
ხელშეკრულების ხელმოწერის დროისთვის დაქირავებული ქვე-კონტრაქტორების ვინაობა და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება განახორციელოს
მხოლოდ კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობით. კომპანია უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს
ხელშემკვრელი მხარის მიერ წამოყენებული ქვე-კონტრაქტორის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში,
თუ აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდება მოლაპარაკების გზით, კომპანია უფლებამოსილია ყოველგვარი
ზიანის ანაზღაურების გარეშე ვადამდე შეწყვიტოს მხარესთან დადებული ხელშეკრულების მოქმედება;
1.9.
კომპანიის
მიერ პოლიტიკის 1.8 მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, გონივრულ ვადაში დაუბრუნოს კომპანიას და აღდგენის
შესაძლებლობის გარეშე წაშალოს/გაანადგუროს მისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები
და მათი ასლები. კომპანია უფლებამოსილია, მხარეს მოსთხოვოს მონაცემთა წაშლის დადასტურება.
წინამდებარე მუხლი არ ვრცელდება ისეთ ინფორმაციაზე, რომლის შენახვის ვალდებულებას მხარეს
მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს.
1.10.პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული
ვალდებულებები ძალაში რჩება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდეგ იმ ვადით,
რა ვადითაც მხარე ინარჩუნებს წვდომას ხელშემკვრელი მხარის მიერ მისთვის გადაცემულ პერსონალურ
მონაცემებზე. წინამდებარე მუხლი არ უნდა იქნას მიჩნეული მერჩანტის უფლებად, შეინარჩუნოს
წვდომა ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ პერსონალურ მონაცემებზე სახელშეკრულებო ურთიერთობის
დასრულების შემდეგ. მერჩანტი ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებიდან
გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 30 დღისა დააბრუნოს და აღდგენის შესაძლებლობის
გარეშე წაშალოს/გაანადგუროს მისთვის კომპანიის მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემები
და მათი ასლები;
1.11.კომპანია უფლებამოსილია, გონივრული ეჭვის არსებობისას,
შეამოწმოს ხელშემკვრელი მხარისთვის კომპანიის
მიერ გადაცემული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში გამოყენებული საშუალებებისა
და სისტემების გამართულობა; ასევე, მათი ტექნიკური და ორგანიზაციული მახასიათებლების
შესაბამისობა წინამდებარე პოლიტიკით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებთან;
1.12.ზემოაღნიშნული გარანტიების დარღვევის სიმძიმიდან
გამომდინარე, კომპანიას აქვს უფლება, შემოწმების მიზნით, ხელშემკვრელ მხარეს მოსთხოვოს
შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის კომპანიისთვის წარდგენა.
1.13.კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერ
ზიანსა და ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე პოლიტიკით
განსაზღვრული რომელიმე ვალდებულების განზრახი ან გაუფრთხილებელი დარღვევით;
1.14.მონაცემების დამმუშავებელი მხარე ვალდებულია სრულად
დაიცვას წინამდებარე დანართში მითითებული ინფორმაციული სისტემების ინფრასტრუქტურის
მოთხოვნები.
მერჩანტი ადასტურებს,
რომ იგი პირადად არის პასუხისმგებელი წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ
პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე. ამასთანავე, მერჩანტი პასუხისმგებელია წინამდებარე
პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ/დამდგარ სრულ ზიანზე.